ხელსაწყოები ქირით

238 განცხადება

იქირავე სამ ნაბიჯში

განცხადების დამატება უფასოა.

  1. 1მოძებნექალაქით, ფასით ან კატეგორიით
  2. 2მიწერეშეუთანხმდი ვადასა და ფასზე
  3. 3იქირავეაიღე, გამოიყენე, დააბრუნე
დაიწყე ძებნა

ტექნიკა ქირით

71 განცხადება

რჩევები RentLab-ისგან

რუკა იტვირთება…
RentLab-ის შესახებ და ხშირი კითხვები

RentLab ნივთების ქირაობის ონლაინ პლატფორმაა: აქ კერძო მფლობელები და მცირე ბიზნესები ნივთებს პირდაპირ აქირავებენ. იპოვი ხელსაწყოებს, ღონისძიების ინვენტარს, სამედიცინო საწოლებს, ტრენაჟორებს, დინამიკებსა და მანქანებს. ფასს მფლობელი ადგენს ლარში — საათში, დღეში ან თვეში. ვადასა და გადაცემას ჩატში ათანხმებ, განცხადების დამატება კი უფასოა.

ხშირი კითხვები

რა არის RentLab?

RentLab ნივთების გაქირავების ონლაინ პლატფორმაა საქართველოში. ის ნივთებს არ ფლობს და გაქირავების მხარე არ არის — მფლობელსა და მოქირავეს აკავშირებს.

როგორ ვიქირაო ნივთი RentLab-ზე?

მოძებნე ნივთი კატეგორიით, ქალაქით ან ფასით და გახსენი განცხადება. კალენდარში მონიშნე პირველი და ბოლო დღე, ნახე ჯამური ფასი და მფლობელს მოთხოვნა გაუგზავნე. მოთხოვნა მხოლოდ ინტერესს გამოხატავს და ჯავშანს არ ადასტურებს; ვადასა და გადაცემას მფლობელთან ჩატში ათანხმებ.

ქირას როგორ ვიხდი?

RentLab გადახდას არ იღებს და თანხას არ ინახავს. ქირას პირდაპირ მფლობელს უხდი, ისე, როგორც შეთანხმდებით. თუ ვინმე RentLab-ის სახელით ბარათის მონაცემებს გთხოვს, ეს თაღლითობაა.

ჩემი ნივთის გაქირავება რა ღირს?

განცხადების დამატება უფასოა და გარიგებაზე საკომისიო არ არის. თუ გინდა, განცხადება VIP-ით გამოარჩიე — ეს დღეში 2.5 ₾ ღირს.

როგორ გავიგო, მფლობელი სანდოა თუ არა?

ნახე მისი პროფილი, განცხადებების ისტორია და შეფასებები. დადასტურებული პროფილის ნიშანი ნიშნავს, რომ მფლობელმა ელფოსტა და ტელეფონი დაადასტურა, ნივთის ხარისხს კი არ ადასტურებს — ამიტომ ნივთი გადაცემამდე თავად შეამოწმე.