ვინ ვართ
საიტს rentlab.ge მართავს Synapse Studio (მისამართი: ტაშკენტის ქ. 17, საბურთალო, თბილისი; ტელეფონი: +995 577 54 33 54; ელფოსტა: contact@synapse.ge). სწორედ ჩვენ ვწყვეტთ, რა მონაცემებს და რისთვის ვამუშავებთ. პირადი მონაცემების ნებისმიერ საკითხზე მოგვწერეთ: info@rentlab.ge.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, პროფილის ფოტო, ანგარიშის ტიპი (კერძო ან ბიზნესი).
- ბიზნეს-ანგარიშისთვის დამატებით: კომპანიის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ავტორიზაცია: პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით (bcrypt hash) — ჩვენ თქვენს პაროლს ვერ ვხედავთ. Google-ით შესვლისას Google გვიზიარებს სახელს, ელფოსტას და პროფილის ფოტოს.
- განცხადებები: სათაური, აღწერა, ფასი, ქალაქი და რაიონი, სურვილისამებრ ზუსტი მისამართი და კოორდინატები, ფოტოები.
- შენახული მისამართები, რომლებსაც პროფილში ამატებთ.
- მიმოწერა, შეფასებები და გამოგზავნილი საჩივრები.
- ტექნიკური მონაცემები: განცხადების ნახვების რაოდენობა და მოთხოვნის IP მისამართი (ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად).
2. მდებარეობა
რუკის გვერდზე „ჩემი მდებარეობა“ ბრაუზერს თქვენს კოორდინატებს ეკითხება. ეს კოორდინატები არ იგზავნება ჩვენს სერვერზე — ისინი რჩება თქვენივე ბრაუზერში (localStorage) და გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ რუკა თქვენს გარშემო დაცენტრდეს და მანძილები დაითვალოს.
თუ გსურთ მისი წაშლა, გაასუფთავეთ ბრაუზერის მონაცემები ამ საიტისთვის. მდებარეობის გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში რუკა მაინც მუშაობს — უბრალოდ ქალაქს ხელით აირჩევთ.
4. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციისთვის.
- განცხადებების ჩვენებისა და ძებნისთვის.
- მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
- ელფოსტისა და ტელეფონის დადასტურებისთვის, პაროლის აღსადგენად.
- თაღლითობისა და წესების დარღვევის აღმოსაჩენად.
- საიტის გასაუმჯობესებლად: ვნახულობთ, რომელ გვერდებს სტუმრობენ, სად ჩერდებიან და რა არ მუშაობს კარგად.
- ჩვენი რეკლამის შედეგის გასაზომად Facebook-სა და Instagram-ზე — მხოლოდ მარკეტინგის ქუქიებზე თანხმობით.
5. რას ხედავენ სხვები
- საჯაროდ ჩანს: თქვენი სახელი, პროფილის ფოტო, აქტიური განცხადებები, მიღებული შეფასებები, ვერიფიკაციის ნიშანი და განცხადების ქალაქი/რაიონი.
- ტელეფონის ნომერი ჩანს მხოლოდ აქტიური მიმოწერის შიგნით — არასდროს საჯარო პროფილზე ან განცხადების ბარათზე.
- ელფოსტა არასდროს არის საჯარო.
- განცხადების ზუსტი კოორდინატები რუკაზე გამოჩნდება, თუ თავად მიუთითებთ — ამიტომ ნუ დასვამთ ნიშნულს ზუსტად თქვენს კართან, თუ ამას არ ისურვებთ.
6. მესამე მხარეები
პლატფორმის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ სერვისებს:
- Amazon S3 — განცხადებებისა და პროფილის ფოტოების შესანახად.
- ელფოსტის მიმწოდებელი — დადასტურებისა და პაროლის აღდგენის წერილებისთვის.
- SMS მიმწოდებელი — ტელეფონის დასადასტურებელი კოდისთვის.
- Google — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Google-ით შესვლას აირჩევთ.
- OpenStreetMap — რუკის ფილები პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან იტვირთება, ამიტომ OpenStreetMap ხედავს თქვენს IP მისამართს.
- Google Analytics 4 (Google) — ვიზიტების სტატისტიკა. მონაცემებს 14 თვე ვინახავთ, შემდეგ ავტომატურად იშლება. IP მისამართს Google Analytics არ ინახავს.
- Microsoft Clarity (Microsoft) — დაწკაპუნებების რუკები და ვიზიტების ჩანაწერები, დაფარული ტექსტით. ჩანაწერები ინახება 30 დღე, დაწკაპუნებების რუკები — 9 თვე.
- Meta-ს პიქსელი (Meta Platforms Ireland Ltd.) — ჩვენი რეკლამის შედეგის გაზომვა და ჩვენი რეკლამის ჩვენება იმ ადამიანებისთვის, ვინც საიტს ეწვია. ირთვება მხოლოდ მარკეტინგის ქუქიებზე თანხმობით.
Google, Microsoft და Meta ამ მონაცემებს საკუთარ სერვერებზე ამუშავებენ. Google-ისა და Meta-ს სერვერები შესაძლოა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში იყოს, Clarity-ის მონაცემებს კი Microsoft ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახავს. აშშ არ არის იმ ქვეყნების ოფიციალურ სიაში, სადაც, საქართველოს კანონის მიხედვით, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები არსებობს. ეს ნიშნავს, რომ იქ თქვენს მონაცემებს შეიძლება ისეთივე დაცვა არ ჰქონდეს, როგორიც საქართველოშია, და მათზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივ უწყებებს. ამიტომ ანალიტიკა და მარკეტინგი ირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ აირჩევთ „ვეთანხმები“-ს. თუ უარს იტყვით, საიტი სრულად იმუშავებს.
თქვენს მონაცემებს არ ვყიდით. სარეკლამო მიზნით მონაცემს მხოლოდ Meta იღებს და მხოლოდ მაშინ, თუ მარკეტინგის ქუქიებს დაეთანხმებით.
7. უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია HTTPS-ით. პაროლები ინახება bcrypt hash-ის სახით, სესიის ტოკენები — ასევე დაშიფრულად. ვერცერთი თანამშრომელი ვერ ხედავს თქვენს პაროლს.
8. შენახვის ვადა და წაშლა
მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ ანგარიში აქტიურია. განცხადების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფილიდან.
ანგარიშის სრულად წასაშლელად მოგვწერეთ — მოთხოვნას გონივრულ ვადაში დავამუშავებთ. გაითვალისწინეთ, რომ მიმოწერის ის ნაწილი, რომელიც მეორე მხარესთანაა დაკავშირებული, შესაძლოა შენარჩუნდეს დავებისა და ბოროტად გამოყენების აღრიცხვის მიზნით.
9. თქვენი უფლებები
თქვენი მონაცემების შესახებ გაქვთ უფლება:
- გაიგოთ, რა მონაცემებს ვამუშავებთ, და მიიღოთ მათი ასლი;
- მოითხოვოთ არასწორი მონაცემების შესწორება;
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან მათი დამუშავების შეჩერება (დაბლოკვა);
- ნებისმიერ დროს გაიხმოთ ანალიტიკაზე თანხმობა გვერდის ბოლოს არსებული ბმულით „ქუქიების პარამეტრები“ — ანალიტიკა მაშინვე ითიშება. ეს არ ცვლის იმას, რაც თანხმობის გახმობამდე დამუშავდა;
- თუ ფიქრობთ, რომ თქვენს უფლებებს ვარღვევთ, საჩივრით მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
მოთხოვნისთვის მოგვწერეთ info@rentlab.ge-ზე. გიპასუხებთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ინფორმაციისა და ასლის მოთხოვნისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება კიდევ არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს, რის შესახებაც მაშინვე შეგატყობინებთ. დაბლოკვის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას 3 სამუშაო დღეში გაცნობებთ. შესაძლოა ვთხოვოთ ვინაობის დადასტურება, რომ სხვისი მონაცემები არავის გადავცეთ.
10. ასაკი
პლატფორმა არ არის განკუთვნილი 18 წლამდე პირებისთვის და შეგნებულად არ ვაგროვებთ მათ მონაცემებს.
11. ცვლილებები
ამ პოლიტიკის განახლებისას შევცვლით გვერდის თავში მითითებულ თარიღს. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ შევეცდებით, დამატებით შეგატყობინოთ.