დახმარება და ხშირი კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირ კითხვებზე: როგორ იქირაო ან გააქირავო ნივთი RentLab-ზე, როგორ ხდება გადახდა და როგორ დაიცვა თავი.

დაწყება

როგორ ვიქირაო ნივთი?

იპოვე საჭირო ნივთი კატალოგში ან რუკაზე, გახსენი განცხადება და მიწერე მფლობელს — ან დაურეკე, ნომერი განცხადების გვერდზე ჩანს.

ვადაზე, ფასსა და ნივთის გადაცემის ადგილზე მფლობელს პირდაპირ შეუთანხმდები.

როგორ დავდო განცხადება?

შედი ანგარიშზე და დააჭირე „განცხადების დამატებას“. მიუთითე სათაური, აღწერა, ფასი, კატეგორია და მდებარეობა, ატვირთე ფოტოები. განცხადების დამატება უფასოა.

რაც უფრო ზუსტია აღწერა და უკეთესია ფოტოები, მით მეტი ადამიანი დაგიკავშირდება.

გადახდა და უსაფრთხოება

RentLab იღებს გადახდას?

არა. RentLab გადახდებს არ ამუშავებს და თანხას არ ინახავს. ანგარიშსწორება მთლიანად შენსა და მეორე მხარეს შორის ხდება.

თუ ვინმე RentLab-ის სახელით თანხას ან ბარათის მონაცემებს გთხოვს — ეს თაღლითობაა, შეგვატყობინე.

როგორ ვნახო მფლობელის ტელეფონის ნომერი?

გახსენი განცხადება და მფლობელის ბლოკში დააჭირე „ნომრის ნახვას“. ნომერი მიმოწერაშიც ჩანს. საჯარო პროფილზე და განცხადებების სიაში ნომერი არ ჩანს.

როგორ დავიცვა თავი?

ნივთი გადაცემამდე შეამოწმე, შეთანხმდით ვადასა და გირაოზე, შეხვედრა კი სჯობს საჯარო ადგილას დანიშნო.

თუ რამე საეჭვოა, თანხას წინასწარ ნუ გადარიცხავ.

ანგარიში

რას ნიშნავს დადასტურებული პროფილის ნიშანი?

ის ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ელფოსტა და ტელეფონის ნომერი დაადასტურა. ეს ნდობის ნიშანია, მაგრამ ნივთის ხარისხის გარანტია არ არის.

პაროლი დამავიწყდა

შესვლის გვერდზე დააჭირე „პაროლი დაგავიწყდა?“ — აღდგენის ბმულს ელფოსტაზე გამოგიგზავნით.

თუ Google-ით დარეგისტრირდი, პაროლი არ გაქვს — უბრალოდ Google-ით შედი.

როგორ წავშალო ანგარიში?

მოგვწერე და ანგარიშს წავშლით. ცალკეულ განცხადებას კი ნებისმიერ დროს თავად წაშლი „ჩემი განცხადებებიდან“.

განცხადებები

რა არის VIP განცხადება?

VIP განცხადება კატალოგსა და მთავარ გვერდზე უფრო თვალსაჩინო ადგილას ჩანს. ეს მხოლოდ ხილვადობას ეხება და არ ნიშნავს, რომ ნივთი ჩვენ შევამოწმეთ.

როდის შემიძლია შეფასების დატოვება?

მას შემდეგ, რაც მომხმარებელთან ერთი მიმოწერა მაინც გექნება. სანამ მიმოწერა არ დაწყებულა, შეფასების ღილაკი არ ჩანს.

როგორ გავაგზავნო საჩივარი განცხადებაზე ან მომხმარებელზე?

განცხადების ან პროფილის გვერდზე დააჭირე საჩივრის ღილაკს. საჩივრებს მოდერატორები განიხილავენ.

პასუხი ვერ იპოვე?

მოგვწერე და დაგეხმარებით.

მოგვწერე